ინგლისური პრესა მანჩესტერის იანვრის მთავარ სამიზნეებს ასახელებს

მოახლოვდა იანვრის სატრანსფერო ფანჯარა. იმის მიუხედავად, რომ “იუნაიტედმა” პრემიერლიგის ბოლო 2 ტურში ჯერ “ოლდ ტრაფორდზე” “ტოტენჰემს” 2:1 მოუგო, შემდეგ კი, სტუმრად “სიტის” იმავე ანგარიშით სძლია, ცხადია, გუნდი გაძლიერებას მაინც საჭიროებს.

ინგლისური პრესა “წითელი ეშმაკების” მთავარ სატრანსფერო სამიზნეებს ასახელებს. The Athletic-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი ზამთარში, შესაძლოა, ერლინგ ჰოლანდითა და ჯეიმს მედისონით გაძლიერდეს.

როგორც მოგეხსენებათ, 19 წლის ჰოლანდმა წლევანდელ სეზონში საფეხბურთო გიგანტების ყურადღება მიიპყრო. “ზალცბურგის” შემტევმა სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი გაიტანა, ჯამში კი, ავსტრიელთა მაისურით, მეტოქის კარი 22-ჯერ აიღო.

რაც შეეხება მედისონს, 23 წლის ფეხბურთელი უკვე მე-2 სეზონია “ლესტერის” წამყვანი ფიგურაა. ახალგაზრდა ნახევარმცველს მიმდინარე პრემიერლიგაში 5 გოლი აქვს გატანილი. 14 ნოემბერს ჯეიმსის დებიუტი შედგა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.

;

 

ინგლისური პრესა მანჩესტერის იანვრის მთავარ სამიზნეებს ასახელებს

სტატიის ავტორი
-