ინტერის ფეხბურთელი დაშავდა იმ მატჩის გახურებისას რომელიც არ ჩატარდა

სერია A-ში მორიგი კოვიდ-აფეთქება დაიწყო – მე-20 ტურის 4 მატჩი ამ მიზეზით გადაიდო.

მათგან ერთ-ერთი “ბოლონია” – “ინტერია”. აღნიშნული მატჩისთვის მილანელები ბოლონიას ესტუმრნენ. იმისთვის, რომ ტექნიკური წაგება არ დაფიქსირებულიყო, სიმონე ინძაგის ფეხბურთელები სტადიონზე გამოცხადდნენ და მოედანზე გასახურებლადაც გავიდნენ.

ამ ფაქტში ყველაზე კურიოზული ისაა, რომ “ინტერის” ნახევარმცველი, ფედერიკო დიმარკო დაშავდა. 24 წლის იტალიელმა ტრავმა იმ მატჩის გახურებისას მიიღო, რომელიც არ ჩატარდა.

 

 

 

ინტერის ფეხბურთელი დაშავდა იმ მატჩის გახურებისას რომელიც არ ჩატარდა

სტატიის ავტორი
-