იოზილი და კოლაშინაცი არსენალის ვარჯიშს დაუბრუნდნენ

რამდენიმე კვირის წინ სეად კოლაშინაცმა მესუთ იოზილის ავტომობილი მძარცველებისგან იხსნა. დაპირისპირების ამსახველი კადრები ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ამ ფაქტის შემდეგ კოლაშინაცი და იოზილი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, ასევე ისინი თითქმის ყოველდღიურად პოლიციასთან თანამშრომბლობდნენ და ამ ფაქტის გამო მათ პრემიერ ლიგის 1 ტურის მატჩი გამოტოვეს.

დღეს კი მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი ვარჯიშს დაუბრუნდნენ და უნდა ვივარაუდოდ, რომ ისინი პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩში საკუთარ კლუბს “ბარნლის” წინააღმდეგ დაეხმარებიან.

იოზილი და კოლაშინაცი არსენალის ვარჯიშს დაუბრუნდნენ

სტატიის ავტორი
-