#ისტორიაციფრებში – ნაწილი 1 –  “მილანის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები

დიდი საკლუბო ფეხბურთი აგვისტომდე დაგვემშვიდობა, თუმცა ფეხბურთი რაღა თქმა უნდა აქტუალობას არ კარგავს. Live.ge იწყებს სერიას – “ისტორია ციფრებში” სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია საფეხბურთო გრანდების მიღწევებისა და საინტერესო სტატისტიკების შესახებ .

 

მილანი

ტიტულები

იტალიის ჩემპიონატი/სერია ა  (18) – 1901, 1906, 1907, 1950–51, 1954–55, 1956–57, 1958–59, 1961–62, 1967–68, 1978–79, 1987–88, 1991–92, 1992–93, 1993–94, 1995–96, 1998–99, 2003–04, 2010–11

სერია ბ (2)  – 1980–81, 1982–83

კოპა იტალია (5) – 1966–67, 1971–72, 1972–73, 1976–77, 2002–03

იტალიის სუპერთასი (7) – 1988, 1992, 1993, 1994, 2004, 2011, 2016

ჩემპიონთა თასი / ჩემპიონთა ლიგა (7) – 1962–63, 1968–69, 1988–89, 1989–90, 1993–94, 2002–03, 2006–07

ევროპის სუპერთასი / უეფას სუპერთასი (5)1989, 1990, 1994, 2003, 2007

საკონტინენტაშორისო თასი (3) – 1969, 1989, 1990

ფიფას საკლუბო ჩემპიონატი (1) – 2007

 

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “მილანი” 2007 წელს

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 1

 

 

ფეხბურთელების მიღწევები

ყველაზე მეტი მატჩი ყველა ტურნირზე – პაოლო მალდინი (902)

ყველაზე მეტი მატჩი იტალიის ჩემპიონატში – პაოლო მალდინი (647) 

ყველაზე მეტი მატჩი კოპა იტალიაზე – ფრანკო ბარეზი (97)

ყველაზე მეტი მატჩი ევროპულ ტურნირებზე – პაოლო მალდინი (168)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის ისტორიაში – გუსტავო ჰაუსერი (15 წლისა და 69 დღის ასაკში “მილანეზეს” წინააღმდეგ 1901 წლის 3 მარტს)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე სერია ა-ში – პაოლო მალდინი (16 წლისა და 208 დღის ასაკში, “უდინეზეს” წინააღმდეგ 1985 წლის 20 იანვარს)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ჩემპიონთა ლიგაზე – ბრაიან კრისტანტე (16 წლისა და 278 დღის ასაკში “პლზენის” წინააღმდეგ, 2011 წლის 6 დეკემბერს)

ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გუნდის ისტორიაში – ალესანდრო კოსტაკურტა (41 წლისა და 25 დღის ასაკში “უდინეზეს” წინააღმდეგ, 2007 წლის 19 მაისს)

ყველაზე დიდი ხანი გუნდში – პაოლო მალდინი (24 წელი და 132 დღე, 1985 წლის 20 იანვრიდან 2009 წლის 31 მაისამდე)

 

პაოლო მალდინი “მილანში” 24 წლის მანძილზე თამაშობდა

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 2

 

 

ბომბარდირები

ყველაზე მეტი გოლი ყველა ტურნირზე – გუნარ ნორდალი (221)

ყველაზე მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში – გუნარ ნორდალი (210)

ყველაზე მეტი გოლი კოპა იტალიაზე – ჯანი რივერა (28)

ყველაზე მეტი გოლი საერთაშორისო ტურნირებზე – ფილიპო ინძაგი (43)

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში – გუნარ ნორდალი (38, 1950-51 წლების სეზონი)

ყველაზე მეტი უგოლო მატჩი – ლუიჯი პერვერსი (341)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო – რენცო დე ვეჩი (15 წლისა და 298 დღის ასაკში, “ტორინოს” წინააღმდეგ 1909 წლის 28 ნოემბერს)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო სერია ა-ში – ჯანი რივერა (17 წლისა და 80 დღის ასაკში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ  1960 წლის 6 ნოემბერს)

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო – ალესანდრო კოსტაკურტა (41 წლისა და 25 დღის ასაკში, “უდინეზეს” წინააღმდეგ 2007 წლის 19 მაისს)

გუნარ ნორდალი “მილანის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 3

 

სანაკრებო მიღწევები

პირველი ფეხბურთელები იტალიის ნაკრებში – ალდო ჩევენინი და პიეტრო ლანა 1910 წლის 15 მაისს იტალიის ნაკრებში

ყველაზე მეტი საერთაშორისო მატჩი – პაოლო მალდინი , 126 მატჩი იტალიის ნაკრებში

პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე – პიეტრო არკარი იტალიის ნაკრებში 1934 წელს

ყველაზე მეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე “მილანის” ფეხბურთელის რანგში – პაოლო მალდინი (23 – 1990,1994,1998 და 2002 წლებში)

ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე “მილანის” ფეხბურთელის რანგში – ჯანი რივერა (3 – 1962, 1966,1970 და 1974 წლებში)

პირველი მსოფლიო ჩემპიონი – პიეტრო არკარი (1934 წელს, იტალიის ნაკრებში)

პირველი არაიტალიელი ფეხბურთელი რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა – ნილს ლიდჰოლმი 1958 წელს შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში

 

პიეტრო არკარი “მილანის” პირველი ფეხბურთელია რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 4

 

სამწვრთნელო რეკორდები

პირველი მწვრთნელი – ჰერბერტ კილპინი (1899-1906 წლები)

ყველაზე დიდი ხანი სამწვრთნელო პოსტზე (გადაბმულად) – კარლო ანჩელოტი (7 წელი და 236 დღე)

ყველაზე დიდი ხანი სამწვრთნელო პოსტზე (რამდენიმე დანიშვნით) – ნერეო როკო (9 წელი და 161 დღე)

ყველაზე მეტი მატჩი მწვრთნელის რანგში – ნერეო როკო (459 მატჩი)

 

კარლო ანჩელოტიმ მილანის მწვრთნელის რანგში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 5

მატჩები

პირველი…

პირველი მატჩი – მილანი 2:0 მედიოლანუმი, ამხანაგური მატჩი 1900 წლის 11 მარტი

პირველი მატჩი ჩემპიონატში – ტორინეზე 3:0 მილანი, 1900 წლის 15 აპრილი

პირველი მატჩი კოპა იტალიაზე – მილანი 7:1 რივალორეზე, მეორე რაუნდი, 1927 წლის 6 იანვარი

პირველი მატჩი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე – მილანი 3:4 ზაარბრიუკენი , ჩემპიონთა თასი, პირველი რაუნდი, 1955 წლის 1 ნოემბერი

 

კახი კალაძე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 6

გამარჯვება

სარეკორდო გამარჯვება – მილანი 13:0 აუდაქს მოდენა, პრიმა კატეგორია, 1914 წლის 4 ოქტომბერი

სარეკორდო საგარეო გამარჯვება – მილანი 10:0 აუსონია, პრიმა კატეგორია, 1919 წლის  21 ოქტომბერი

სარეკორდო გამარჯვება სერია ა-ში – მილანი 9:0 პალერმო, 1951 წლის 18 თებერვალი

სარეკორდო საგარეო გამარჯვებასერია ა-ში – მილანი 8:0 ჯენოა, 1955 წლის 5 ივნისი

სარეკორდო გამარჯვება კოპა იტალიაზე – მილანი 8:1 პადოვა, 1958 წლის 13 სექტემბერი

სარეკორდო საგარეო გამარჯვება კოპა იტალიაზე – მილანი 5:0 კომო, 1958 წლის 8 ივნისი

სარეკორდო გამარჯვება ევროპულ ტურნირებზე – მილანი 8:0 უნიონ ლუქსემბურგი, ჩემპიონთა თასი, 1962 წლის 12 სექტემბერი

სარეკორდო საგარეო გამარჯვება ევროპულ ტურნირებზე – მილანი 6:0 უნიონ ლუქსემბურგი, ჩემპიონთა თასი, 1962 წლის 19 სექტემბერი; მილანი 6:0 კოპენჰაგენი, ჩემპიონთა ლიგა, 1993 წლის 20 ოქტომბერი

ყველაზე მეტი გამარჯვება სერია ა-ს ერთ სეზონში – 28 (38 მატჩიდან) 2005-2006 წლების სეზონი

ყველაზე ცოტა გამარჯვება სერია ა-ს ერთ სეზონში – 5 (30 მატჩიდან) 1976-77 წლების სეზონი

 

ჯანი კომანდინი აღნიშნავს “ინტერთან” 6:0 მოგებულ მატჩში გატანილ პირველ გოლს, 2001 წლის 11 მაისი

#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 7

 

მარცხი

სარეკორდო საშინაო მარცხი – მილანი 0:8 ბოლონია, პრიმა დივიზიონი, 1992 წლის 5 ნოემბერი

სარეკორდო საგარეო მარცხი – მილანი 0:6 იუვენტუსი, პრიმა დივიზიონი, 1925 წლის 25 ოქტომბერი; მილანი 0:6 აიაქსი, ევროპის სუპერთასი, 1974 წლის 16 იანვარი

სარეკორდო მარცხი სერია ა-ში – მილანი 0:5 რომა, 1998 წლის 3 მაისი

სარეკორდო საშინაო მარცხი სერია ა-ში – მილანი 1:6 იუვენტუსი 1997 წლის 6 აპრილი

სარეკორდო მარცხი კოპა იტალიაზე – მილანი 0:5 ფიორენტინა, 1940 წლის 13 აპრილი; მილანი 0:5 ტორინო 1943 წლის 16 მაისი

სარეკორდო მარცხი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე – მილანი 0:6 აიაქსი, ევროპის სუპერთასი, 1974 წლის 16 იანვარი

ყველაზე მეტი მარცხი სერია ა-ს ერთ სეზონში – 15 (34 მატჩში)  1930-1931 წლების სეზონი

ყველაზე ცოტა მარცხი სერია ა-ს ერთ სეზონში – წაუგებელი სეზონი (34 მატჩი) 1991-1992 წლების სეზონი

 

 ზინედინ ზიდანის გოლამდე რამდენიმე წამით ადრე – “მილანის” უდიდესი საშინაო მარცხი სერია-ში. 1997 წლის 6 აპრილი#ისტორიაციფრებში - ნაწილი 1 - "მილანის" ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 8

გოლები

ყველაზე მეტი გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში – 118 (38 მატჩში) 1949-50 წლების სეზონში

ყველაზე ცოტა გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში – 21 (30 მატჩში) 1981-82 სეზონში

ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში – 62 (34 მატჩში) 1932-33 წლების სეზონში

ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სერია ა-ს ერთ სეზონში – 12 (30 მატჩში) 1968-69 წლების სეზონში

 

 

ქულები

ყველაზე მეტი ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 2 ქულად ფასდებოდა) – 60 (38 მატჩში) 1950-51 წლების სეზონი

ყველაზე მეტი ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 3 ქულად ფასდებოდა) – 82 (34 მატჩში) 2003-04 წლების სეზონი; 82 (38 მატჩში) 2010-11 წლების სეზონი

ყველაზე ცოტა ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 2 ქულად ფასდებოდა) – 24 (30 მატჩში) 1981-82 წლების სეზონი; 

ყველაზე ცოტა ქულა სერია ა-ს ერთ სეზონში (როცა გამარჯვება 3 ქულად ფასდებოდა) – 43 (34 მატჩში) 1996-97 წლების სეზონი

 

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 1 – “მილანის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები

სტატიის ავტორი
-