#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები

დიდი საკლუბო ფეხბურთი აგვისტომდე დაგვემშვიდობა, თუმცა ფეხბურთი რაღა თქმა უნდა აქტუალობას არ კარგავს. Live.ge აგრძელებს სერიას – “ისტორია ციფრებში” სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია საფეხბურთო გრანდების მიღწევებისა და საინტერესო სტატისტიკების შესახებ .

 

ლივერპული

ტიტულები

ინგლისის ჩემპიონატი (18) : 1900–01, 1905–06, 1921–22, 1922–23, 1946–47, 1963–64, 1965–66, 1972–73, 1975–76, 1976–77, 1978–79, 1979–80, 1981–82, 1982–83, 1983–84, 1985–86, 1987–88, 1989–90

ინგლისის მეორე ლიგა (4) : 1893–94, 1895–96, 1904–05, 1961–62

ლანკაშირის ლიგა (1) : 1892–93

ასოციაციის თასი (7) : 1965, 1974, 1986, 1989, 1992 ,2001, 2006

ინგლისის ლიგის თასი (8) : 1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012

Community shield (15) : 1964*, 1965*, 1966, 1974, 1976, 1977*, 1979, 1980, 1982, 1986*, 1988, 1989, 1990*, 2001, 2006

ჩემპიონთა თასი/ ჩემპიონთა ლიგა (6) : 1977, 1978, 1981, 1984, 2005, 2019

უეფას თასი (3) :  1973, 1976, 2001

უეფას სუპერთასი (3) : 1977, 2001, 2005

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგა სწორედ “მერსისაიდელებმა” მოიგეს

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 1

ფეხბურთელების მიღწევები

ყველაზე მეტი მატჩი ყველა ტურნირზე – იან კალაჰენი (857)

ყველაზე მეტი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში – იან კალაჰენი  (640) 

ყველაზე მეტი მატჩი ასოციაციის თასზე – იან კალაჰენი (79)

ყველაზე მეტი მატჩი ლიგის თასზე – იან რაში (78)

ყველაზე მეტი მატჩი ევროპულ ტურნირებზე – ჯეიმი კარაგერი (150)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის ისტორიაში – ჯერომ სინკლერი (16 წლისა და 6 დღის ასაკში “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ 2012 წლის 26 სექტემბერს)

ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გუნდის ისტორიაში – ნედ დოიგი  (41 წლისა და 165 დღის ასაკში “ნიუკასლის” წინააღმდეგ, 1908 წლის 11 აპრილს)

ყველაზე დიდი ხანი გუნდში – ელაიშა სკოტი  (21 წელი და 52 დღე, 1913-დან  1934 წლამდე)

ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული მატჩი – ფილ ნილი (417, 1976 წლის 23 ოქტომბრიდან 1983 წლის 24 სექტემბრამდე)

იან კალაჰენს “ლივერპულის”  შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 2

ბომბარდირები

ყველაზე მეტი გოლი ყველა ტურნირზე – იან რაში (346)

ყველაზე მეტი გოლი ინგლისის  ჩემპიონატში – როჯერ ჰანტი (245)

ყველაზე მეტი გოლი ასოციაციის თასზე – იან რაში (39)

ყველაზე მეტი გოლი ლიგის თასზე – იან რაში (48)

ყველაზე მეტი გოლი საერთაშორისო ტურნირებზე – სტივენ ჯერარდი (41)

ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში – იან რაში (47, 1983-84 წლების სეზონი)

ყველაზე მეტი გოლი სადებიუტო სეზონში – მოჰამედ სალაჰი (44, 2017/18 წლების სეზონში)

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონატში ერთ სეზონში – როჯერ ჰანტი (41, 1961/62 წლების სეზონი) 

ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი – გორდონ ჰოჯსონი (17)

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი – რობი ფაულერი (4 წუთი და 33 წამი, 1994 წლის 28 აგვისტოს, “არსენალის” წინააღმდეგ)

ყველაზე მეტი გატანილი პენალტი – სტივენ ჯერარდი (47)

ყველაზე მეტი უგოლო მატჩი – ეფრაიმ ლონგვორთი  (371)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო –  ბენ ვუდბარნი (17 წლისა და 45 დღის ასაკში, “ლიდსის” წინააღმდეგ 2016 წლის 29 ნოემბერს)

ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო – ბილი ლიდელი (38 წლისა და 55 დღის ასაკში, “სტოკის” წინააღმდეგ 1960 წლის 5 მარტს)

იან რაში ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 3

სანაკრებო მიღწევები

პირველი ფეხბურთელები ინგლისის ნაკრებში –ფრანკ ბექტონი 1897 წლის 29 მარტს.

ყველაზე მეტი საერთაშორისო მატჩი ლივერპულის ფეხბურთელის რანგში – სტივენ ჯერარდი, 114 მატჩი ინგლისის ნაკრებში

ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში ლივერპულის ფეხბურთელის რანგში – მაიკლ ოუენი (26 გოლი ინგლისის ნაკრებში) და იან რაში (26 გოლი უელსის ნაკრებში)

ლივერპული პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატებზე – ლორი ჰიუზი, 1950 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში

ყველაზე მეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ლივერპულის ფეხბურთელის რანგში – სტივენ ჯერარდი, 12 მატჩი, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში (2006, 2010 და 2014 წლებში)

პირველი მსოფლიო ჩემპიონი – როჯერ ჰანტი, იან კალაჰენი და ჯერი ბირნი  (1966 წელს, ინგლისის ნაკრებში)

პირველი არაიტალიელი ფეხბურთელი რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა – დიტმარ ჰამანი 2002 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში

ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს ინგლისის ნაკრებში 114 მატჩი აქვს ჩატარებული

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 4

 

სამწვრთნელო რეკორდები

პირველი მწვრთნელი – უილიამ ედვარდ ბარკლაი და ჯონ მაკკენა  (1892-1896 წლები)

ყველაზე დიდი ხანი სამწვრთნელო პოსტზე  – ტომ უოტსონი (18 წელი და 262 დღე, 1896-1915 წლები)

ყველაზე მეტი მატჩი მწვრთნელის რანგში – ბილ შენკლი (783 მატჩი, 1959-1974 წლები)

ბილ შენკლი და კევინ კიგანი – შენკლი ლივერპულს 15 წლის მანძილზე თავკაცობდა

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 5

 

მატჩები

პირველი…

პირველი მატჩი – ლივერპული 7:1 როტერჰემი , ამხანაგური მატჩი,  1892 წლის 1 სექტემბერი

პირველი მატჩი ჩემპიონატში – ლივერპული 2:0 მიდლსბრო, მეორე დივიზიონი, 1893 წლის 2 სექტემბერი

პირველი მატჩი ასოციაციის თასზე – ლივერპული 4:0 ნანტვიჩი, 1892 წლის 

პირველი მატჩი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე – ლივერპული  5:0 რეიკიავიკი 1964 წლის 17 აგვისტო, ჩემპიონთა თასი

 

გამარჯვება

სარეკორდო გამარჯვება – ლივერპული 11:0 სტრომსგოდსეტი, უეფას თასების მფლობელთა თასი, 1974 წლის 17 სექტემბერი

სარეკორდო გამარჯვება ჩემპიონატში – ლივერპული 10:1 როტერჰემი, მეორე დივიზიონი, 1896 წლის 18 თებერვალი

სარეკორდო გამარჯვება ასოციაციის თასზე – ლივერპული 9:0 ნიუთაუნი, 1892 წლის 29 ოქტომბერი

სარეკორდო გამარჯვება ლიგის თასზე – ლივერპული 10:0 ფულჰემი, 1986 წლის 23 სექტემბერი

ყველაზე მეტი მოგება ჩემპიონატში – 30 (38 მატჩიდან, 2018/19 წლების სეზონი) 30 (42 მატჩიდან, 1978/79 წლების სეზონი)

ყველაზე ცოტა მოგება ჩემპიონატში სეზონის მანძილზე – 7 (30 მატჩიდან, 1894-1895 წლების სეზონი)

ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ – 11 (1988-89 წლების სეზონი და 2005-06 წლების სეზონი)

ლივერპული 11:0 სტრომსგოდსეტი

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 6

მარცხი

სარეკორდო მარცხი – ლივერპული 1:9 ბირმინგემი (1954 წლის 11 დეკემბერი, მეორე დივიზიონი)

სარეკორდო მარცხი ენფილდზე – ლივერპული 0:6 სანდერლენდი (1930 წლის 19 აპრილი, პირველი დივიზიონი)

ყველაზე მეტი მარცხი სეზონში – 23 (42 მატჩიდან 1953/54 წლების სეზონი)

ყველაზე ცოტა მარცხი სეზონში – წაუგებელი სეზონი (28 მატჩი, 1893/94 წლების სეზონი)

ყველაზე მეტი მარცხი ზედიზედ – 9 (1898/99 წლების და 1899/00 წლების სეზონები)

გოლები

ყველაზე მეტი გატანილი გოლი ჩემპიონატის ერთ სეზონში – 106 (30 მატჩში, 1895/96 წლების სეზონი, მეორე დივიზიონი)

ყველაზე მეტი გატანილი გოლი უმაღლეს ლიგაში ერთი სეზონის მანძილზე – 101 (38 მატჩში, 2013/14 წლების პრემიერლიგის სეზონი)

ყველაზე ცოტა გატანილი გოლი სეზონის მანძილზე – 42 (34 და 42 მატჩიან პირველ დივიზიონში, 1901/02 და 1970/71 წლების სეზონები)

ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონის მანძილზე – 97 (42 მატჩში, 1953/54 წლების სეზონი, პირველი დივიზიონი)

ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში – 16 (42 მატჩში, 1978/79 წლების სეზონის, პირველი დივიზიონი)

ქულები

ყველაზე მეტი ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 2 ქულა ენიჭებოდა – 68 (42 მატჩში, 1978/79 წლების პირველ დივიზიონში)

ყველაზე მეტი ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა ენიჭებოდა – 97 (38 მატჩში, 2018/19 წლების პრემიერლიგის სეზონში)

ყველაზე ცოტა ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 2 ქულა ენიჭებოდა – 22 (30 მატჩში 1894/95 წლების სეზონში , პირველ დივიზიონში)

ყველაზე ცოტა  ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა ენიჭებოდა – 52 (38 მატჩში , 2011/12 წლების სეზონი, პრემიერლიგა)

 

დასწრება

ყველაზე დიდი დასწრება ლივერპულის მატჩზე – 101 254 (2018 წლის ივლისი, “მიჩიგან სთეიდიუმი”, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ”)

ყველაზე დიდი საშინაო დასწრება – 61 905 (“ვულვზის” წინააღმდეგ 1951/52 წლების სეზონის ასოციაციის თასის მატჩში)

ყველაზე მცირე საშინაო დასწრება – 1000 (“ლოგბოროს” წინააღმდეგ, 1895/96 წლების სეზონის მეორე დივიზიონში)

2018 წლის ივლისში “მიჩიგან სთეიდიუმზე” ლივერპულისა და მანჩესტერის შეხვედრას 101 254 მაყუ#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 7რებელი დაესწრო

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები 8

 

 

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები

სტატიის ავტორი
-