იტალიის ნაკრები არგენტინასთან ახალი ფორმით ითამაშებს | PHOTO

იტალიის ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა. ხვალ, 1 ივნისს, უემბლიზე, იტალიელები ახალი მაისურებით მოედანზე პირველად არგენტინასთან მატჩში გავლენ.

აღნიშნული დიზაინის ფორმები “სკუადრა აძურასთვის” Puma-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო იქნება. 2023 წლიდან იტალიის ნაკრების ახალი სპონსორი Adidas-ი გახდება.

იტალიის ნაკრები არგენტინასთან ახალი ფორმით ითამაშებს | PHOTO 1

იტალიის ნაკრები არგენტინასთან ახალი ფორმით ითამაშებს | PHOTO 2

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკისა (არგენტინა) და ევროპის ჩემპიონატის (იტალია) გამარჯვებულები ხვალ “ფინალისიმად” წოდებულ მატჩს ჩაატარებენ.

იტალიის ნაკრები არგენტინასთან ახალი ფორმით ითამაშებს | PHOTO

სტატიის ავტორი
-