იტალიური მედია: “დე ლაურენტისი ოსიმენს შეხვდება – სუპერ შეთავაზება კლუბში დასარჩენად”

იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს და საამისოდ სუპერ შეთავაზებას ამზადებს.

იმ შემთხვევაში, თუ “ნაპოლი” უახლოეს პერიოდში ოფიციალური სახის განსაკუთრებულ წინადადებას არ მიიღებს, მაშინ კლუბი აქცენტს ნიგერიელი თავდამსხმელის შენარჩუნებაზე გააკეთებს.

ირკვევა, რომ შაბათ-კვირას, პრეზიდენტი უნდა შეხვდეს იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის აგენტს, რობერტო კალენდას, რათა ახალი კონტრაქტის პირობებზე ისაუბრონ და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, ფეხბურთელს წლიური 6 მილიონი ევროც შესთავაზოს.

ასევე, Corriere del Mezzogiorno წერს, რომ “პსჟ-ში” სიტუაციის დასტაბილურების და იმის შემდეგ, რაც გაირკვევა თუ ვინ იქნება შემდეგ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი, პარიზელები 120 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებენ, იქამდე კი ნეაპოლელები გუნდის მეგოლესთან მოლაპარაკებას შეეცდებიან.

24 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 შეხვედრაში 31 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

იტალიური მედია: “დე ლაურენტისი ოსიმენს შეხვდება – სუპერ შეთავაზება კლუბში დასარჩენად”

სტატიის ავტორი
-