ათენში ინგლისელი გულშემატკივარი დაჭრეს

ათენში, „ოლიმპიაკოსსა“ და „ბარნლის“ შორის ევროპა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩის წინ ერთი ინგლისელი გულშემატკივარი ცივი იარაღით დაჭრეს, ოთხს კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიადგათ. დაჭრილი გულშემატკივრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, როგორც ბი-ბი-სი (BBC) იტყობინება, მას ფეხზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.

საბერძნეთში თამაშზე 1000-მდე ინგლისელი გულშემატკივარი ჩავიდა და ბევრი მათგანი, სიმთვრალისა და აგრესიულად ქცევის გამო, ათენის პოლიციამ დააპატიმრა.

რაც შეეხება თამაშს, ის „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ევროპა ლიგის პლეიოფის განმეორებითი შეხვედრები 30 აგვისტოს გაიმართება.

ათენში ინგლისელი გულშემატკივარი დაჭრეს

სტატიის ავტორი
-