იურგენ კლოპმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

იურგენ კლოპისა და “ლივერპულის” თანამშრომლობა 2024 წლამდე გაგრძელდება. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, კლოპი 2022 წლამდე იკავებდა მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს – თუმცა “ლივერპულმა” გერმანელ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადა და მისი კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.

იურგენ კლოპის მეთაურობით, “ლივერპული” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოსაა. გერმანელმა სპეციალისტმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის პოსტი 2015 წელს დაიკავა.

იურგენ კლოპმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-