იუსუფა მუკოკო – ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ბუნდესლიგაში

გერმანიის ჩემპიონატის მე-13 ტურში ერთმანეთს “უნიონ ბერლინი” და “დორტმუნდი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ “დორტმუნდის” ძირითად შემადგენლობაში დაიწყო შეხვედრა 16 წლის იუსუფა მუკოკომ.

მუკოკომ ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა.

პირველი რეკორდი მუკოკომ “ჰერტასთან” შეხვედრაში დაამყარა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-8 ტურში “ჰერტასთან” შეხვედრის 85-ე წუთზე ბუნდესლიგაში დორტმუნდის შემადგენლობაში იუსუფა მუკოკოს დებიუტი შედგა, რომელიც ჰოლანდის ნაცვლად შემოვიდა. მოედანზე შემოსვლის მომენტში ახალგაზრდა ტალანტი მხოლოდ 16 წლისა და ერთი დღის იყო, რითაც მან ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ბუნდესლიგაში უთამაშია.

ასევე მუკოკოს ეკუთვნის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი. ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც კი ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია.

ბორუსიელთა თავდამსხმელი 16 წლისა და 18 დღის იყო, როცა “ზენიტისა” და “დორტმუნდის” შეხვედრის 59-ე წუთზე მოედანზე შემოვიდა. ტურნირის ისტორიაში ასეთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველად ითამაშა.

“უნიონ ბერლინთან” დაპირისპირებაში “დორტმუნდის” მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ იუსუფა გახდა. იმ მომენტში მუკოკო მხოლოდ 16 წლისა და 28 დღის იყო. ამ შედეგით ახალგაზრდა შემტევმა ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა და ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.


იხილეთ მუკოკოს გოლი “უნიონ ბერლინთან” :

იუსუფა მუკოკო - ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ბუნდესლიგაში 1

მუკოკომ “ლევერკუზენის” ფეხბურთელის, ფლორიან ვირცის რეკორდი გააუმჯობესა – ვირცი 17 წლისა და 34 დღის იყო გოლის გატანის მომენტში.

 

იუსუფა მუკოკო – ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ბუნდესლიგაში

სტატიის ავტორი
-