იუვენტუსის სკაუტები დემბელეს აკვირდებიან

ტურინის “იუვენტუსმა” საფრანგეთში “ლიონისა” და “ანჟეს” შეხვედრაზე სკაუტები გაგზავნა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, იტალიური კლუბი “ლიონის” ფორვარდს, მუსა დემბელეს აკვირდება და მისი გადაბირებითაა დაინტერესებული.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მე-2 ტურის მატჩში დუბლი შეასრულა. “ლიონმა” “ანჟე” 6:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ინგლისური მედია 23 წლის დემბელეს “მანჩესტერ იუნაიტედსაც” უკავშირებდა.

“ლიონის” მაისურით ჩატარებულ 48 თამაშში მუსას ანგარიშზე 23 გოლი და 6 ასისტია.

იუვენტუსის სკაუტები დემბელეს აკვირდებიან

სტატიის ავტორი
-