იუვენტუსმა 2 ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა

ტურინის “იუვენტუსში” შემადგენლობის წმენდა იწყება – იტალიელებმა კლუბის 2 ფეცბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტეს.

გავლენიანი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, გონსალო იგუაინი და სამი ხედირა ამიერიდან “ბებერი ქალბატონების” მაისურით აღარ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ლიონთან” მარცხის შემდეგ “იუვენტუსმა” მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარიც დაითხოვა.

იგუაინმა გასული სეზონის სერია A-ში 32 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ხოლო ხედირამ “იუვეს” მაისური 12-ჯერ მოირგო.

იუვენტუსმა 2 ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა

სტატიის ავტორი
-