იუვენტუსმა დი მარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

ანხელ დი მარია კარიერას “იუვენტუსში” გააგრძელებს.

ინფორმაცია ტურინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში ახლახანს ჩაფრინდა და მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

“იუვენტუსმა” დი მარიას დამატება უფასოდ მოახერხა. როგორც იცით, 7-წლიანი პარიზული კარიერის შემდეგ, 34 წლის ვინგერმა “პსჟ” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

გარდა დი მარიასა, “ბებერი ქალბატონები” ზაფხულში პოლ პოგბას ტრანსფერის განხორციელებასაც გეგმავენ.

ანხელმა საფრანგეთში თამაშისას ქვეყნის ჩემპიონობა 5-ჯერ მოიპოვა. დი მარიას “პსჟ”-სთან საერთაშორისო ტურნირი არ მოუგია, თუმცა 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ფრანგებმა “ბაიერნთან” წააგეს.

 

იუვენტუსმა დი მარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

სტატიის ავტორი
-