ჯაკა კაპიტნობას იბრუნებს – არტეტა შვეიცარიელის შენარჩუნებას ცდილობს

ლონდონის “არსენალის” ახალბედა მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა გრანიტ ჯაკას კაპიტნის სამკლაურს დაუბრუნებს.

“ვიცი, რომ ჯაკა ახლა კლუბში ბედნიერია და მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ გუნდს რაც შეიძლება მეტი დადებითი შესძინოს.

როცა კლუბში მოვედი, სიტუაციის სერიოზულობა გავიაზრე და მივხვდი თუ რა მოხდა. მივიღებ ისეთ ზომებს რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს”,-თქვა ესპანელმა.

შვეიცარიელ ფეხბურთელს უნაი ემერისთან უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც ჯაკა კლუბის დატოვებას აპირებდა, არტეტას დანიშვნამ კი შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს.

ჯაკა კაპიტნობას იბრუნებს – არტეტა შვეიცარიელის შენარჩუნებას ცდილობს

სტატიის ავტორი
-