ჯეიმსი: “თოკოსთან ჩხუბი? იდიოტები ხართ”

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკ ჯეიმსსა და თორნიკე შენგელიას შორის კონფლიქტი მოხდა. Sport-Express-მა ისიც კი დაწერა, რომ ინციდენტის გამო ამერიკელი კალათბურთელი “ცსკა”-მ გუნდიდან გაუშვა.

ჯეიმსმა აღნიშნულ ჭორზე კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა და ქართველ კალათბურთელთან ჩხუბის ფაქტი სასტიკად უარყო.

“საკმარისია! შეეშვით ამ სისულელეებს,” – ასეთი იყო მაიკის პირველი რეაქცია რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე.

“ჯანდაბა. ისე გამოდის, რომ მე თოკოსთან ვიჩხუბე. თქვენ უნდა დაფიქრდეთ და ყველაფრის წერას შეეშვათ. ადრე უკვე გითხარით, რომ იდიოტები ხართ,” – დაწერა მოგვიანებით ჯეიმსმა.

“გულწრფელად, საერთოდ რატომ გამოაქვეყნეთ ასეთი რამ? ვიცი, რომ ყველაფერს წერთ, მაგრამ ჯობს საკითხში უკეთესად გაერკვეთ, ან საღ აზრს მოუხმოთ ,” – ამბობს ამერიკელი.

ჯეიმსი: “თოკოსთან ჩხუბი? იდიოტები ხართ”

სტატიის ავტორი
-