ჯონ ტერი კეპასა და სარის შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

დღეს “ჩელსისა” და “სიტის” შორის ინგლისის თასის ფინალური დაპირისპირება გაიმართა.

მატჩის დამატებითი ტაიმის მიწურულს, პენალტების სერიამდე სარისა და კეპას შორის ინციდენტი მოხდა.

ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს გუნდის კარის დარაჯის შეცვლა სურდა, რაზეც კეპა არ დათანხმდა. გაგიჟებულმა სარიმ ყვირილი დაიწყო და გასახდელისკენ გაიქცა.

აღნიშნულ ინციდენტს “ჩელსის” ლეგენდა, ჯონ ტერი გამოეხმაურა:

“როდესაც ხედავ, რომ მწვრთნელს გაჰყავხარ, მას უნდა დაეთანხმო. ვფიქრობ, რომ კეპას საქციელი გუნდისა და მაურისიოს უპატივცემულობა,” – თქვა ტერიმ.

ჯონ ტერი კეპასა და სარის შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-