ჯვაროსნები 2 ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რამდენიმე წუთის წინ 2 ნაკრების ვინაობა დაასახელა, რომლებსაც 2023 წელს შევხვდებით.

პირველი მეტოქე 25 მარტს მონღოლეთი იქნება, რომელსაც ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს.

მეორე მატჩს კი “ჯვაროსნები” 12 ოქტომბერს, ტაილანდის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, თუმცა სად ჩატარდება ეს მატჩი ჯერჯერობით უცნობია.

ჯვაროსნები 2 ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ

სტატიის ავტორი
-