“პრემიერლიგის” კლუბს, “კარდიფს” სატრანსფერო ბანი ემუქრება.
გუნდმა “ნანტს” ემილიანო სალას სატრანსფერო ფასის ნაწილი უნდა გადაუხადოს და ამისათვის 10 დღიანი ვადა აქვს. ემილიანო სალას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ადამიანურად ყველა შეძრა, თუმცა საფეხბურთო წესებიდან გამომდინარე, “კარდიფს” “ნანტთან” მიმართებაში ფინანსური ვალდებულება გააჩნია. მოკლედ რომ ვთქვათ, განათხოვრების თანხა “კარდიფმა” ფრანგულ კლუბს უკან უნდა დაუბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალას თვითმფრინავი 21 იანვარს რადარებიდან გაქრა და არგენტინელი ფეხბურთელის გვამი 8 თებერვალს იპოვნეს. სალა ნანტიდან კარდიფში ბრუნდებოდა. საფრანგეთში ის ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.