კასანო: “თუ ვიტყვი, რომ არსებობს საფეხბურთო ღმერთი, ეს რონალდო იქნება”

“რეალ მადრიდის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ იტალიურ მედიასთან, რონალდოს შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

“სახლში 0:1-ს ვაგებდით, შესვენებაზე კი მწვრთნელმა ბრაზილიელს უთხრა, რომ მის ნაცვლად ვან ნისტელროის შემოყვანას აპირებდა. რონალდომ ის შეაჩერა და უთხრა: “არა, გამიყვანე, თუ 15 წუთში 2 გოლი არ მექნება გატანილი.”

“მე-60 წუთისთვის რონალდოს დუბლით ანგარიში 2:1 იყო. თუ ვიტყვი, რომ არსებობს საფეხბურთო ღმერთი, ეს რონალდო იქნება.

“მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მესი მასზე მაღლაა,” – დაასრულა კასანომ.

იტალიელ ფეხბურთელს მედიამ მარადონასა და მესის შესახებაც ჰკითხა. 

“დიეგომ 4-5 წლის განმავლობაში გააკეთა ისეთი რამ, რაც მანამდე არ გვქონდა ნანახი, ხოლო ლეო იმავეს 15 წელია ახერხებს.”

 

 

კასანო: “თუ ვიტყვი, რომ არსებობს საფეხბურთო ღმერთი, ეს რონალდო იქნება”

სტატიის ავტორი
-