კაშია: “შევეცდებით, რომ დანია დავამარცხოთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ თამაშს 8 სექტემბერს დანიასთან გამართავს. მანამდე, 5 სექტემბერს, “ჯვაროსნები” ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეას შეხვდებიან.

ვლადიმერ ვაისის გუნდის ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ მოახლოვებულ მატჩებზე ისაუბრა.

“კარგია, რომ ამხანაგური მატჩი გვექნება.  სათამაშო დრო მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ეს ოფიციალურ თამაშებში აკლიათ. ალბათ, ისინი ეცდებიან, რომ შანსები გამოიყენონ.

შემდეგი ოფიციალური შეხვედრა 8-ში დანიასთან გვაქვს. რა თქმა უნდა, 100%-ით უნდა მოვინდომოთ, რომ დანიელები დავამარცხოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ,” – თქვა კაშიამ.

საქართველოსა და დანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” 8 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება.

კაშია: “შევეცდებით, რომ დანია დავამარცხოთ”

სტატიის ავტორი
-