კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-18 ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ფულემს” უპირისპირდება.

შეხვედრის 21-ე წუთზე თავის გამოჩენა ედინსონ კავანიმ მოახერხა – გამოცდილმა თავდამსხმელმა მეტოქეთა დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა.

“ფულემის” კარში გატანილი გოლით კავანი “იუნაიტედის” ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც “წითელი ეშმაკების” რიგებში სადებიუტო 4 გასვლით მატჩში გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ურუგვაელი მანჩესტერელებს ოქტომბერში, “პსჟ”-დან შეუერთდა.

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-