კავანიმ მესი საჩხუბრად გაიწვია (ვიდეო)

არგენტინასა და ურუგვაის ეროვნულ გუნდებს შორის ფრედ დასრულებული (2:2) ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას, ედისონ კავანიმ ლიონელ მესი საჩხუბრად გამოიწვია, რაზეც “ალბისელესტეს” კაპიტანი დათანხმდა და უპასუხა: “როცა გსურს”.

სამხრეთამერიკული ნაკრებების ფეხბურთელების დაპირისპირება ურუგვაელი მცველების მიერ “ბარსელონას” კაპიტნის უხეშად წაქცევამ გამოიწვია, “პსჟ-ს” თავდამსხმელი კი თანაგუნდელებს გამოექომაგა.

თელ-ავივში გამართულ შეხვედრაში გოლის გატანა ორივე ხსენებულმა ფეხბურთელმა მოახერხა, ურუგვაელთაგან მესის მეგობარმა ლუის სუარესმაც შეაგდო.

ამჯერად ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ, 5 ოქროს ბურთის მომგებ ფეხბურთელს ნაკრებში 70 გოლი მოუგროვდა, პელეს შედეგის გაუმჯობესებამდე კი არგენტინელთა საუკეთესო ბომბარდირს მეტოქის კარის 7-ჯერ აღება აშორებს.

კავანიმ მესი საჩხუბრად გაიწვია (ვიდეო) 1

კავანიმ მესი საჩხუბრად გაიწვია (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-