ხამეს როდრიგესი: “მე და ანჩელოტის დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია”

ევერტონში” გადასვლის შემდეგ, კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა პირველი კომენტარი გააკეთა. 

“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ შესანიშნავ კლუბში გადმოვედი, რომელსაც აქვს საოცარი ისტორია და ჰყავს მწვრთნელი, რომელიც მიცნობს.

მსურს ბევრი რამის მიღწევა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტიტულების მოპოვება. “ევერტონში” გადმოვედი იმისთვის, რომ გავძლიერდე, უკეთესი გავხდე. აქ გუნდისთვის გამარჯვებაში დასახმარებლად, სანახაობრივი, ამაღელვებელი ფეხბურთისა სათამაშოდ ჩამოვედი.

დარწმუნებული ვარ, რომ კარლო ანჩელოტისთან და მის თანაშემწეებთან ერთად ჩვენ დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. ამ მწვრთნელის გუნდში ყოფნა ტრანსფერის საკითხის გადაწყვეტისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლდათ. მასთან მუშაობისთვის მადრიდის “რეალსა” და “ბაიერნში” დიდი დრო მქონდა, ეს სერიოზული არგუმენტია”, – თქვა 29 წლის ფეხბურთელმა “კანფეტების” ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში.

ხამეს როდრიგესი “სამეფო კლუბიდან” პრემიერლიგაში 25 მილიონ ევროდ გადაბარგდა და ლივერპულურ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხამეს როდრიგესი: “მე და ანჩელოტის დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია”

სტატიის ავტორი
-