ხამეს როდრიგესი: “რეალში იმიტომ ვარ, რომ არ გამიშვეს, აქ ყოფნა არ მინდა” 

მადრიდის “რეალის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა თქვა, რომ “სამეფო კლუბმა” წინა ზაფხულს მას სხვა გუნდში გადასვლაში ხელი შეუშალა.

“არ ვაპირებ კლუბის დასახელებას, მაგრამ საშუალება მომეცა, რომ ჩინებულ გუნდში წავსულიყავი. ვიცოდი, რომ “რეალში” ბევრი თამაშის შესაძლებლობა არ მომეცემოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ არ გამიშვეს. “რეალში” გარემოების გამო ვარ და არა იმიტომ, რომ ასე მინდა. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცემა. ამისათვის საკმარისად ნიჭიერი ვარ და მჯერა, რომ შრომისმოყვარეობით უფრო მეტ შანსს მივიღებ”, – თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.

მიუნხენის “ბაიერნში” იჯარის წესით გატარებული 2 სეზონის შემდეგ, ხამესიბლანკოსებმა” დაიბრუნეს და მხოლოდ 14 მატჩში თამაშის შესაძლებლობა მისცეს. როდრიგესმა 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

ხამეს როდრიგესი: “რეალში იმიტომ ვარ, რომ არ გამიშვეს, აქ ყოფნა არ მინდა” 

სტატიის ავტორი
-