ხარაიშვილი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დიდი ალბათობით გიორგი ხარაიშვილი კარიერას “ფერენცვაროშში” გააგრძელებს. ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, ტრანსფერი კი მალე გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი შვედურ გუნდში 2018 წელს, “საბურთალოდან” გადავიდა. სადებიუტო სეზონში გიორგიმ 9 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

სამწუხაროდ, გასული წელი ხარაიშვილისთვის ტრავმების გამო მძიმე გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა 15 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

“ფერენცვაროში” უნგრეთის ჩემპიონატში ყველაზე ტიტულოვანია. გუნდი, რომელშიც ლაშა დვალი თამაშობს, წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა.

ხარაიშვილი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-