ხარაიშვილმა სეზონი შედეგიანად დაასრულა 

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მეორე სეზონი დაასრულა.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა “გიოტებორგთან” ერთად სეზონის დასკვნით შეხვედრაში “ოსეტერსუნდსს” გამანადგურებელი ანგარიშით – 7:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, 82-ე წუთზე კი თანაგუნდელს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

ხარაიშვილმა გათამაშება 7 გოლითა და 8 საგოლე პასით დაასრულა, წინა სეზონში კი მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო და თანაგუნდელებს ამაში 5-ჯერ დაეხმარა.

შეგახსენებთ, ხარაიშვილის გადაბირებით დაინტერესებული ამსტერდამის “აიაქსი” გახლდათ, შესაძლოა “საბურთალოს” გაზრდილი ფეხბურთელი შვედურ კლუბში აღარ დარჩეს.

ხარაიშვილმა სეზონი შედეგიანად დაასრულა  1

ხარაიშვილმა სეზონი შედეგიანად დაასრულა 

სტატიის ავტორი
-