ხერარ პიკე ესპანური კლუბის შეძენას აპირებს

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ხერარ პიკე ესპანურ კლუბს შეიძენს.

“ლა ლიგა 2”-ის გუნდის შეძენა, ხერარ პიკემ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა. “რეუს დეპორტიუ” კატალონიური გუნდია და პრობლემების გამო ფეხბურთელებს უკვე თვეების ხელფასი არ აუღიათ. “ლა ლიგა 2”-ში კი “რეუსი” ბოლო ადგილზეა.

“რეუსის” გენერალური დირექტორი ჟოან ოლივერია, რომელიც “ბარსელონაში”, ჟოან ლაპორტას პრეზიდენტობის დროს, მაღალ თანამდებობაზე მშაობდა. როგორც ოლივერმა განაცხადა, კლუბი მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთთან და ჩინეთთან აწარმოებს.

5 დეკემბრამდე კლუბმა ვალი უნდა გადაიხადოს, რომელიც 5,3 მილიონ ევროს შეადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარე ადმინისტრირება ემუქრება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რა ფასად შეიძენს პიკე “რეუს დეპორტიუს”.

ხერარ პიკე ესპანური კლუბის შეძენას აპირებს

სტატიის ავტორი
-