2000 წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აზერბაიჯანულმა “შამქირმა” შინ ლატვიური “სკონტო” 4:1 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ჰეთ-თრიქი ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ შეასრულა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც “შამქირის” რიგებში ასპარეზობდა, მე-3, 90-ე და მე-100 წუთებზე გაიტანა. პირველი შეხვედრა “სკონტოს” 2:1 ჰქონდა მოგებული, თუმცა ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანურმა გუნდმა გაიმარჯვა – 5:4.
ბადრი კვარაცხელიას 3 გოლი სკონტოს კარში:
![ხვიჩა კვარაცხელიას მამის ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო) 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/04/IMG_20210416_161539.jpg)