კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშია

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა “აუსტრიასთან” მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

Sofascore-ის თანახმად, ოთარის პერფომანსი გასული მატჩში 9,1 ქულით შეფასდა. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა “სტ. პოლტენის” მარცხენა მცველთან ერთად ტურში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

კიტეიშვილის დუბლი “აუსტრიასთან”: 

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშია 1

მე-10 ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: 

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშია 2

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილის ანგარიშზე 6 მატჩში 3 გოლია. “შტურმი” ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-4 ადგილს იკავებს.

 

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშია

სტატიის ავტორი
-