კიურასაოს ნაკრების მეკარე 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

სულ ცოტა ხნის წინ, კიურასაოს ნაკრებიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.

გუნდის 31 წლის მეკარე, იარზინიო პიტერი გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებაზე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, იარზინიომ გუნდის ექიმებს უთხრა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა და სასტუმროს ნომერში ასვლა სჭირდებოდა. ფეხბურთელის ცხედარი სწორედ სასტუმროში იპოვეს. პიტერის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კიურასაოს ნაკრებმა 8 სექტემბერს ჰაიტი 1:0 დაამარცხა, იარზინიო პიტერსი კი სათადარიგოთა სკამზე იყო და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.

კიურასაოს ნაკრების მეკარე 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-