კლოპი პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელია, მანე კი – საუკეთესო ფეხბურთელი

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გერმანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი 46 ქულით პრემიერლიგის უპირობო ფავორიტია. “ლივერპული” უახლოეს მდევარ “ლესტერს” 8 ქულით უსწრებს.

ინგლისში ასევე გამოარჩიეს მერსესაიდელთა ერთ-ერთი ლიდერი, სადიო მანე. სენეგალელი ფეხბურთელი გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ლივერპულელთა 10-მა ნომერმა ნოემბერში გამართულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კლოპი პრემიერლიგის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელია, მანე კი – საუკეთესო ფეხბურთელი

სტატიის ავტორი
-