კლოპის ახალი სამიზნე – იანვარში ლივერპული ნახევარმცველის დამატებას შეეცდება 

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა “ლივერპულმა” უახლოეს დღეებში შესაძლოა მორიგი ტრანსფერი განახორციელოს.

იურგენ კლოპის ინტერესთა სფეროში ამჯერად “ლილის” შემტევი ნახევარმცველი ბუბაკარი სუმარე მოექცა.

მერსისაიდელებს ფრანგული კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა ეს სავარაუდოდ იანვარში მოხდება.

თავად ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე კლუბის დატოვება არ სურს, თუმცა მის მიმართ გრანდების მხრიდან არსებული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ამოცანის შესრულება რთული იქნება.

კლოპის ახალი სამიზნე – იანვარში ლივერპული ნახევარმცველის დამატებას შეეცდება 

სტატიის ავტორი
-