კოკა-კოლა კრიშტიანუ რონალდუს მოქმედებას ეხმაურება

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, უნგრეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უეფას ოფიციალური სპონსორის – კოკა-კოლის ბოთლების დანახვისას უკმაყოფილება ვერ დამალა.

პორტუგალიელმა კოკა-კოლის ბოთლები მაგიდიდან გადადგა, მხოლოდ წყლის ბოთლი დატოვა და თქვა: ,,დალიეთ წყალი”.

The Guardian-ის ინფორმაციით, კრიშტიანუს ამ ჟესტის შემდეგ, გამაგრილებელი სასმლის კომპანიის აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით – 242 მილიარდიდან 238 მილიარდამდე შემცირდა.

კოკა-კოლამ პორტუგალიელს გუშინ განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია – ,,ყველანი სხვადასხვა სასმელს ვანიჭებთ უპირატესეობას.” მოგვიანებით, კოკა კოლას სპიკერმა აღნიშნა, რომ “ფეხბურთელებს პრესკონფერენციებზე კოკა-კოლასა და უშაქრო კოლასთან ერთად, სთავაზობენ წყალს”. მან ასევე დაამატა, რომ “ადამიანებს განსხვავებული გემოვნება და მოთხოვნილებები აქვთ.”

კრიშტიანუ პეპსისა და კოკა-კოლას არ არეკლამებს. ერთხელ პეპსიმ რეკლამაში მისი ფოტო გამოიყენა, რის გამოც კომპანიას ბოდიშის მოხდაც მოუწია.

გარდა ამისა, რონალდუს აღიზიანებს, როცა მისი შვილი კოკა-კოლას სვამს და ჩიფსს ჭამს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ორგანიზმისთვის საზიანოა. ამის შესახებ ვარსკვლავმა ინტერვიუშიც ისაუბრა.

კოკა-კოლა კრიშტიანუ რონალდუს მოქმედებას ეხმაურება

სტატიის ავტორი
-