კომოროსის ნაკრები კამერუნთან მეკარის გარეშე ითამაშებს

აფრიკის თასის წლევანდელ გათამაშებაში არაერთი საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა, კომოროსის ნაკრებს კი თავს უპრეცედენტო შემთხვევა დაატყდა.

აფრიკის თასის 1/8-ფინალში დღეს ერთმანეთს კამერუნისა და კომოროსის გუნდები დაუპირისპირდებიან. კომოროსის ნაკრებს აღნიშნული შეხვედრის წინ ერთადერთი ჯანმრთელი მეკარეც გამოაკლდა, რის გამოც მთავარ მწვრთნელს, ამირ აბდუს კარში მოედნის ფეხბურთელის ჩაყენება მოუწევს. ალი აჰამადას PCR-ის პირველი ტესტისას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა დღეს კომოროსის მეკარეს უარყოფითი პასუხი მოუვიდა. მიუხედავად ამისა, ალის თამაშის უფლება არ აქვს, რადგან აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პროტოკოლის მიხედვით, აჰამადას 5-დღიან იზოლაციაში ყოფნა მოუწევს.

რაც შეეხება კომოროსელთა ძირითად მეკარეს, სალიმ ბენ ბოინამ განასთან მატჩში ტრავმა მიიღო და თამაშს ვერც ის მოახერხებს.

კომოროსის ნაკრები კამერუნთან მეკარის გარეშე ითამაშებს

სტატიის ავტორი
-