კონორ მაკგრეგორმა რონალდუს, სოლსკიაერისა და რეშფორდის შესახებ ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ კონორ მაკგრეგორი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. სულ ცოტა ხნის წინ მან საფეხბურთო სამყაროში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა.

კრიშტიანუ რონალდუს შესახებ : “უბრალოდ შეხედეთ თუ რა ქნა მან ბოლო შეხვედრაში, და თან “ატლეტიკოს” წინააღმდეგ რომელსაც ევროპაში საუკეთესო დაცვა ჰყავს – ეს უბრალოდ შთამაგონებელია!”

ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებ : “ოლე გუნარი განსაკუთრებული კაცია, ვფიქრობ მას მუდმივი სამუშაო უნდა მისცენ.”

მარკუს რეშფორდის შესახებ : “21 წლის რომელსაც არასდროს დაურტყამს პენალტი … უცებ მთელი სამყარო მის მხრებზეა, რამდენი ნაბიჯი და “პსჟ”-ს კარში გოლი გააქვს. საოცარი ღამე იყო”

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ : “მე ზლატანს პატივს ვცემ … მაგრამ ის ცდილობს რომ ფეხბურთის კონორ მაკგრეგორი იყოს. წარმატებები. “

კონორ მაკგრეგორმა რონალდუს, სოლსკიაერისა და რეშფორდის შესახებ ისაუბრა

სტატიის ავტორი
-