კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და გუნდები საინტერესოდ გადანაწილდნენ.

სამხრეთ ამერიკის 46-ე ჩემპიონატი, რომელსაც ბრაზილია მასპინძლობს, 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. ტურნირზე 12 ნაკრებია. აღსანიშნავია, რომ კოპა ამერიკაზე იაპონიისა და ყატარის ნაკრებები ითამაშებენ. იაპონია ტურნირში 1999 წელსაც იღებდა მონაწილეობას, ხოლო ყატარი პირველად იასპარეზებს.

ჯგუფები კი ასე გადანაწილდა:

A ჯგუფიB ჯგუფიC ჯგუფი
ბრაზილიაარგენტინაურუგვაი
ბოლივიაკოლუმბიაეკვადორი
ვენესუელაპარაგვაიიაპონია
პერუყატარიჩილე

კოპა ამერიკა 14 ივნისს ბრაზილიისა და ბოლივიის მატჩით გაიხსნება.

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა

სტატიის ავტორი
-