კორონავირუსის 2 შემთხვევა – მაკედონია თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა

ჩრდილოეთ მაკედონია ფინალურ დაპირისპირებამდე უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა.

როგორც ცნობილია, გუნდის ორ ფეხბურთელს დარკო ველკოვსკისა და კირე რისტევსკის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა sportmedia.mk ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პირველმა ტესტმა რისტევსკის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა COVID-19 მაკედონიელებს განმეორებითი ცდისას დაუდგინდათ.

აღნიშნული მედიასაშუალება ასევე იტყობინება, რომ გაურკვეველია ენეს ბარდის ბედიც. “ლევანტეს” ნახევარმცველს ტრავმა მიუღია, რის გამოც, შესაძლოა, საქართველოსთან მან ვერ ითამაშოს.

 

კორონავირუსის 2 შემთხვევა – მაკედონია თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა

სტატიის ავტორი
-