კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ლაიფციგისა და ლივერპულის შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართება

17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიანი მერვედფინალის პირველი შეხვედრა “ლაიფციგსა” და “ლივერპულს” შორის გერმანიაში “რედ ბულ არენაზე” უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო აღნიშნული შეხვედრა ბუდაპეშტში “პუშკაშ არენაზე” შედგება.

ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრის გასამართად გერმანიაში ვერ ჩავიდოდა ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-19-ის პროტოკოლის გამო, რამაც “ლაიფციგი” იძულებული გახადა საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტა მოეძებნა.

შეხვედრა უნგრეთში გაიმართება, ინფორმაცია “ლივერპულმა” უკვე დაადასტურა.

“ლივერპულის” ოფიციალური საიტის განცხადებაში ნათქვამია:

” უნგრეთის დედაქალაქი გუნდების შეხვედრას “პუშკაშ არენაზე” უმასპინძლებს, რადგან გერმანიაში მოქმედი კოვიდ-19-ის წესები “წითლებს” არ აძლევს შესაძლებლობას “რედ ბულ არენაზე” თამაშისა, საპასუხო შეხვედრა “ენფილდზე” გაიმართება”.

გასამართი მატჩის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება “ლაიფციგმაც” გამოაქვეყნა:

” მას შემდეგ, რაც ფედერალურმა პოლიციამ  “ლივერპულის” გერმანიაში შესვლაზე უარი განაცხადა, “ლაიფციგმა” “ლივერპულთან” და უეფა-თან შეთანხმებით მომავალი ღონისძიებისთვის ალტერნატიული ადგილი შეარჩია, შეხვედრა ბუდაპეშტში, “პუშკაშ არენაზე” გაიმართება”.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი “ლივერპულსა” და “ლაიფციგს” შორის 10 მარტს “ენფილდზე” შედგება.

 

კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ლაიფციგისა და ლივერპულის შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართება

სტატიის ავტორი
-