კრისტიანო ბირაგიმ გოლი დავიდე ასტორის მიუძღვნა (ფოტო)

14 ოქტომბერს ერთა ლიგის A  ჯგუფის მატჩი გაიმართა პოლონეთში, სადაც პოლონეთმა იტალიას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.

იტალიელთა მხრიდან გოლის გატანა კრისტიანო ბირაგიმ 92-ე წუთზე მოახერხა და იტალიელთა 5 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. მისი გოლი გამორჩეული იმით იყო, რომ მან ეს გოლი მის ყოფილ გუნდელს, “ფიორენტინას” კაპიტანს – დავიდე ასტორის მიუძღვნა. ბირაგიმ გატანილი გოლის შემდეგ ხელით რიცხვი 13 გამოსახა (დავიდე ასტორი 13 ნომერი იყო).

კრისტიანო ბირაგიმ გოლი დავიდე ასტორის მიუძღვნა (ფოტო) 1

დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს გულით გარდაიცვალა.

კრისტიანო ბირაგიმ გოლი დავიდე ასტორის მიუძღვნა (ფოტო)

სტატიის ავტორი
-