კრუზეიროს კაპიტანი 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა 

ბრაზილიური “კრუზეიროს” ნახევარმცველ ენრიკე პაჩეკოს ინციდენტი შეემთხვა.

ბრაზილიური წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი საკუთარი ავტომობილით, სახელმწიფო პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიემართებოდა, სადაც მდებარე 200 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

საბედნიეროდ, 35 წლის ფეხბურთელი გადაარჩინეს. მის ამოსაყვანად 4 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ფეხბურთელი შოკირებული და დაბნეული იყო, ამიტომ ავარიის შესახებ კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო.

ამჟამად გამოცდილი შუახაზელი საავადმყოფოშია მოთავსებული. ირკვევა, რომ მას არ აქვს სხეულის მძიმე დაზიანება და ცნობიერებაც სრულფასოვნად დაუბრუნდა.

ენრიკეს თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში შიდა ჩემპიონატში აქვს ნათამაშები. მისი კარიერა ყველაზე მეტად “კრუზეიროს” უკავშირდება, საიდანაც ის “სანტოსში“, იაპონურ “ივატასა” და “ფლუმინენსეშიგაანათხოვრეს.

კრუზეიროს კაპიტანი 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა  1

კრუზეიროს კაპიტანი 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა 

სტატიის ავტორი
-