კურიოზი რუსულ FLASHSCORE-ზე

საფეხბურთო ანგარიშების ვებ-საიტს, FLASHSCORE-ს, ვებ გვერდი რამდენიმე ენაზე აქვს, მათ შორის არის რუსულიც. FLASHSCORE-ს ქართულ ვარიანტში გუნდების დასახელება ქართულად წერია, რუსულის შემთხვევაში კი ნაწილი გუნდები ინგლისურად, ნაწილი კი რუსულად წერია, თუმცა ჩვენი ინტერესი “კრისტალ პალასმა” გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ რუსულ FLASHSCORE-ზე “კრისტალ პალასი” ნათარგმნია როგორც “Хрустальный Дворец” (ბროლის სასახლე), როგორც ჩანს მთარგმნელებმა არ გაითვალისწინეს რომ გუნდის სახელი პირდაპირ არ უნდა ეთარგმნათ, რადგან კლუბის სახელწოდებები, ისევე როგორც მაგალითად კომპანიების, არ ითარგმნება.

კურიოზი რუსულ FLASHSCORE-ზე 1

კურიოზი რუსულ FLASHSCORE-ზე

სტატიის ავტორი
-