კვეკვესკირი: “ლეხში თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა”

საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა კვეკვესკირი კარიერას “ლეხში” გააგრძელებს. გამორჩეულ პოლონურ გუნდთან 28 წლის ფეხბურთელმა 6 თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნიკამ ტრანსფერის შემდეგ “ლეხის” ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა.

“მე ვარ ნიკა კვეკვესკირი საქართველოდან – ეროვნული გუნდის, ახლა კი უკვე “ლეხის” ფეხბურთელი. ვთამაშობ ცენტრალურ ნახევარმცველად და ვფიქრობ, რომ კარგად ვგრძნობ თავს ბურთით, შეტევების წამოწყების დროს – ეს ჩემი ძლიერი მხარეებია და შევეცდები, რომ ისინი გუნდს მოვახმარო.

“ლეხი ჩემთვის პირველი ევროპული კლუბია, აქ თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობა და წინგადადგმული ნაბიჯია. გავაფორმე 6 თვიანი კონტრაქტი გახანგძლივების პერსპექტივით.

“ლეხი” არამარტო პოლონეთის, არამედ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია და აქ დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ.

აქ ერთი ჩემი მეგობარი (ნიკა კაჭარავა) თამაშობს და მან მიამბო გუნდის, ქალაქის შესახებ. ამიტომ, ახლა ლეხის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი,” – ამბობს კვეკვესკირი.

კვეკვესკირი: “ლეხში თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა”

სტატიის ავტორი
-