კვიპროსული მედია: კაჭარავა ტიტულოვანი პოლონური გუნდის ფეხბურთელია

ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

larnakasports.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იჯარით “ლეხში” გადავა. როგორც ცნობილია, ნიკა პოზნანის გუნდს იჯარით შეუერთდება და პოლონელებს 26 წლის თავდამსხმელის გამოსყიდვა 1 წლის შემდეგ შეეძლებათ.

წყარო იუწყება, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ იქნება, ნიკა “ლეხს” 11 სექტემბერს ოფიციალურად შეუერთდება.

“ლეხი” პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მონაგარი ასეთია – პოლონეთის ჩემპიონატის 7, პოლონეთის თასის 5, ხოლო სუპერთასის 6 ტიტული.

კვიპროსული მედია: კაჭარავა ტიტულოვანი პოლონური გუნდის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-