სენსაცია – ლანჩხუთმა ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ყაზახურ გუნდს მოუგო

სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპმა ქალთა ფეხბურთში, სადაც საქართველოს წელს “ლანჩხუთი” წარმოადგენს.

ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონი პირველ რაუნდში ყაზახურ “ოკჟეტპესს” დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

შიმკენტში გამართული შეხვედრის მე-5 წუთზე ყაზახები დაწინაურდნენ, გოლი ბიბიგულ ნურუშევმა გაიტანა. “ლანჩხუთმა” ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე, ხატია ჭყონიას გოლით მოახერხა, რის შემდეგაც მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 105-ე წუთზე ჭყონიამ “ოკჟეტპესის” კარში კიდევ ერთი, გამარჯვების ბურთი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში პირველად ასპარეზობს.

სენსაცია – ლანჩხუთმა ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ყაზახურ გუნდს მოუგო

სტატიის ავტორი
-