ლაშა დვალი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. გამოვლინდა ყველა ის გუნდი, რომელიც 2019/20 წლების სეზონში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნოა, რომ ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” შინ “სუდუვა” 4:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა.

ლიეტუვაში გამართული პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა, დღეს კი უნგრული კლუბი 2-ჯერ მარცხდებოდა.

ქართველმა მცველმა “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში კვლავ უცვლელად ითამაშა.

ლაშა დვალი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

სტატიის ავტორი
-