ლეგენდარული ფეხბურთელი, ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, ილია დათუნაშვილი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“დინამო თბილისის” ვეტერანი ფეხბურთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული და პოსტ-კოვიდური გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

დათუნაშვილი კარიერის განმავლობაში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეკორდის დამყარებაც მოახერხა, როცა 1966 წლის 22 სექტემბერს გამართულ მატჩში, ერევნის “არარატის” კარში, 27 წუთში 5 გოლის გატანა მოახერხა.

​საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად, დათუნაშვილმა 1964 წელს, სსრკ-ს პირველი ჩემპიონობა მოიგო, 2 წლის შემდეგ კი, 20 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ლეგენდარული ფეხბურთელი, ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-