ლეო მესის სტატისტიკა ბარსელონაში ყველა მწვრთნელის ხელმძღვანელობით

“ბარსელონას” თილისმა ლიონელ მესი საკლუბო დონეზე მეშვიდე მთავარ მწვრთნელთან მუშაობას იწყებს. იმ 14 წლის განმავლობაში, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ბლაუგრანას ძირითად შემადგენლობაში გაატარა, იყო როგორც აღმასვლისა და მწვერვალზე ყოფნის პერიოდები, ისე ჩავარდნილი სეზონები.

ვიდრე კიკე სეტიენიბლაუგრანას” პირველ მატჩში უხელმძღვანელებდეს, საინტერესო იქნება გადავხედოთ, თუ კონკრეტულად რომელი მწვრთნელის ხელში რა წარმატებას მიაღწია არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა.

ფრენკ რაიკაარდი (2003 წლის ივნისი – 2008 წლის ივნისი)

მატჩები: 110

გოლები: 42

საგოლე პასები: 24

ტიტულები: 2 ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა.

ინდივიდუალური ჯილდოები: ოქროს ბიჭულა, ფიფას წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 2-ჯერ.

FC Barcelona's Dutch coach Frank Rijkaar

პეპ გვარდიოლა

მატჩები: 219

გოლები: 211

საგოლე პასები: 88

ტიტულები: 3 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ინდივიდუალური ჯილდოები: 3 ოქროს ბურთი, 2 ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 1 ფიფას წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, 1 უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 4 El Pais-ის წლის საუკეთესო ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელი, 4 ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 4 ლა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი, 2 Don Balon-ის ჯილდო, 2 ევროპის ოქროს ბუცი, 4 ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, 2 ლა ლიგის ოქროს ბუცი.

Barcelona's coach Pep Guardiola (R) talk

ტიტო ვილანოვა

მატჩები: 43

გოლები: 54

საგოლე გადაცემები: 14

ტიტულები: 1 ლა ლიგა

ინდივიდუალური ჯილდოები: 1 ოქროს ბურთი, 1 ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 1 ლა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი, 1 ევროპის ოქროს ბუცი, 1 ლა ლიგის ოქროს ბუცი.

FBL-EUR-C1-PSG-BARCELONA

ჯერარდო მარტინო:

მატჩები: 38

გოლები:  35

საგოლე გადაცემები: 11

ტიტულები: ესპანეთის სუპერთასი

ინდივიდუალური ჯილდოს გარეშე. 

FBL-ESP-CUP-BARCELONA-GETAFE

ლუის ენრიკე 

მატჩები: 134

გოლები: 133

საგოლე გადაცემები: 51

ტიტულები: 2 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, 1 უეფას სუპერთასი, 1 ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი/

ინდივიდუალური ჯილდოები:  1 ოქროს ბურთი, 1 უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 1 ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, 1 ლა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი, 1 ევროპის ოქროს ბუცი, 1 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 1 ლა ლიგის ოქროს ბუცი.

FBL-EUR-C1-JUVENTUS-BARCELONA-FINAL-TROPHY

ერნესტო ვალვერდე

მატჩები: 109

გოლები: 103

საგოლე გადაცემები: 39

ტიტულები: 2 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 1 ესპანეთის სუპერთასი.

ინდივიდუალური ჯილდოები: 1 ოქროს ბურთი, 1 ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი (The Best), 1 ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი, 2 ევროპის ოქროს ბუცი, 1 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 2 ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

FBL-EUR-C1-BARCELONA-TOTTENHAM

კიკე სეტიენიბლაუგრანას” პირველად 20 იანვარს, “კამპ ნოუზე”, “გრანადას” წინააღმდეგ უხელმძღვანელებს.

ლეო მესის სტატისტიკა ბარსელონაში ყველა მწვრთნელის ხელმძღვანელობით

სტატიის ავტორი
-