ლეონარდო: “ზაფხულში მილანს ზლატანის დაბრუნება სურდა”

იტალიური “მილანის” გენერალურმა დირექტორმა, ლეონარდომ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, როსონერის გასულ ზაფხულს ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება სურდა.

ლეონარდომ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს შეტევაში გონსალო იგუაინისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუეტის ხილვა უნდოდათ, თუმცა ახლა ამის შანსი აღარ არსებობს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” ორი სეზონის განმავლობაში, 2010-12 წლებში თამაშობდა. იტალიის “სერია ა”-ში “მილანის” მაისურით შვედ თავდამსხმელს 61 შეხვედრაში 42 ბურთი აქვს გატანილი.

ლეონარდო: “ზაფხულში მილანს ზლატანის დაბრუნება სურდა”

სტატიის ავტორი
-