ლესტერის პრეზიდენტი ბორტზე იმყოფებოდა!

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, BBC იტყობინება, რომ ლესტერის პრეზიდენტი ვიჩაი შრივადხანაპრაბჰა ვერტმფრენის კატასტროფისას ბორტზე იმყოფებოდა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია რომ სამართალდამცავები ჯერჯერობით არ ადასტურებენ ბორტზე მყოფი ადამიანების გარდაცვალებას და იქ მყოფი ყველა ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ გუშინ, ლესტერი ვესტ ჰემის მატჩის შემდგეგ, “მელიების” პრეზიდენტმა სტადიონი საკუთარი ვერტმფრენით დატოვა, რა დროსაც ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ლესტერის პრეზიდენტი ბორტზე იმყოფებოდა!

სტატიის ავტორი
-