ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის მატჩში “ემპოლი” სტუმრად “უდინეზესთან” 3:2 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი, ლევან მჭედლიძე, რომელმაც თამაში სათადარიგო შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელს კვლავ ტრავმა ჰქონდა და ბოლოს 7 თებერვალს, “ლაციოსთან” ჰქონდა ნათამაშები.

ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-